არნახული წარმატებით დაბრუნებული ქართველი მოჭიდავეები

მინისტრმა მსოფლიო პირველობიდან ტრიუმფით დაბრუნებული ახალგაზრდა მოჭიდავეები მიიღო

2 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილეებთან ერთად მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობიდან დიდი წარმატებით დაბრუნებულ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს ახალ სპორტის სასახლეში შეხვდა.ახალგაზრდა სპორტსმენებთან შეხვედრას რიო 2016-ის ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ბრინჯაოს პრიზიორი გენო პეტრიაშვილი ესწრებოდნენ.

საფრანგეთის ქალაქ მაკონში გამართულ მსოფლიო პირველობაზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავეებმა არნახულ წარმატებას მიაღწიეს.
ქართველმა ფალავნებმა 4 ოქროსდა 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენდავით ჩხარტიშვილი (55 კგ), რამაზ ზოიძე (66 კგ), გიორგი მელია (96 კგ) და ზვიად პატარიძე (120 კგ), ბრინჯოას მედალი კი ნუგზარ წურწუმიამ (50 კგ) მოიპოვა.

კომენტარის დატოვება