”ტუტუცური ლოგიკის“-ის გამო ჯავახიას გაფრთხილება მისცეს – მერია განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის მერია ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიასა და ჟურნალისტს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

გთავაზობთ ამონარიდს მერიის მიერ გავრცელებული განცახდებიდან:

“ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით უთანხმოება წარმოიშვა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს ზვიად ჯავახიასა და ჟურნალისტებს შორის. რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ასევე, ეს დაპირისპირება ქუთაისის მერისთვის, შოთა მურღულიასთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ადმინისტრაციის უფროსს გაფრთხილება მისცა. მომხდარს განიცდის თავად ზვიად ჯავახიაც. საჯარო მოხელეს თმენის ვალდებულება აქვს, მიუხედავად იმისა ჟურნალისტი ინფორმაციას რა ინტერპრეტაციით ავრცელებს. მიგვაჩნია, რომ საკითხი, რომელიც მარტივი გადასაწყვეტი იყო, არ უნდა გამხდარიყო დაძაბულობის მიზეზი ჟურნალისტსა და თანამდებობის პირს შორის”-ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტსა და ჯავახიას შორის დაპირისპირება საშვის გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით მოხდა.

კომენტარის დატოვება