“ოქროყანის აღმართს ვუწოდოთ გირგვლიანის აღმართი”
ია მეტრეველი ოქროყანის აღმართისთვის სახელის გადარქმევისა და მისთვის სანდრო გირგვლიანის აღმართის მინიჭების ინიციატივით გამოდის. ეს ინიციატივა მან თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე გააჟღერა.
ია მეტრეველი განმარტავს, რომ ამ საკითხზე თბილისის მერიაში 26 ნოემბერს განცხადებას შეიტანს.
„მინდა, ყველას გამცნოთ, რაც მოვიფიქრეთ, რომ ოქროყანის აღმართს, სადაც საბედისწერო გზაზე აიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი, სანდრო გირგვლიანი და შემდეგ კარგად იცით, რა გაუკეთეს მას და მის ოჯახს, ვუწოდოთ გირგვლიანის აღმართი. ჩვენ ორშაბათს შევიტანთ განცხადებას მერიაში ამის თაობაზე“, – განმარტა ია მეტრეველმა.