წულუკიანის ყოფილი მოადგილე ოპოზიციის მხარდამჭერი ხდება

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი ხდება.

გავრცელებული ინფორმაციით,   ჯანდიერი აცხადებს, რომ ოპოზიციას სამართლებრივ კონსულტაციებს გაუწევს.

“გაერთიანებაში შემავალი რომელიმე პარტიის წევრი არ ვარ, მაგრამ მხარს ვუჭერ გაერთიანებული ოპოზიციის ამ პროცესს და ამავდროულად სამართლებრივად დავეხმარები,” – განმარტავს ჯანდიერი.