“ვგმობთ რუსეთის აგრესიას! უკრაინავ! საქართველო შენს გვერდით არის!”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რუსეთსა და უკრაინას შორის ქერჩის სრუტეში დაძაბულობას Twitter-ზე ეხმიანება.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველო გმობს მომხდარს და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.

“ვგმობთ აზოვის ზღვაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარს და პარტნიორს. უკრაინავ! საქართველო შენს გვერდით არის!”, – წერს ციხელაშვილი Twitter-ზე.

როგორც იცით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

იხ.

https://www.gmtv.ge/51101-2/