ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 32%

მთელი ღამის განმავლობაში, ლაივ რეჟიმში გვექნება განახლებული შედეგები და გექნებათ შესაძლებლობა, წინასწარი შედეგების შესახებ ეტაპობრივად მიიღოთ ინფორმაცია, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 32%. მათივე ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია სულ 289 საჩივარი.