სტრატეგიული კომუნიკაციის კურსი DIB-ში

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლა სამ დღიან კურსს „დეზინფორმაციის აღმოფხვრა სტრატეგიული კომუნიკაციის გზით“ მასპინძლობს.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში დასაქმებული სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტები კურსის განმავლობაში სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობასა და დეზინფორმაციის აღმოფხვრის მეთოდებზე იმსჯელებენ. ტრეინინგი თეორიული დაპრაქტიკული ნაწილისგან შედგება.

აღნიშნულ კურსს მთავრობის ადმინისტრაციის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა,საგარეო საქმეთა სამინისტროების, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებიან.
კურსს „დეზინფორმაციის აღმოფხვრა სტრატეგიული კომუნიკაციის გზით“ ბრიტანეთიდან მოწვეული სპეციალისტები, პაულა ედვარდსი დაბენ ტაფტი უძღვებიან.