არჩილ ჭყოიძე გვარების დასახელებას იწყებს, ვის დაადებს ხელს და რა “ფარდის ახდას” აპირებს?

IDFI -ის კვლევის შემდეგ, რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში ერეკლე მეორეს საზოგადოების თავმჯდომარემ, არჩილ ჭყოიძემ განაცხადა, რომ მასთან მიმართებაში კვლების შედეგები არ შეესაბამება სიმართლეს და ეთერშივე დააანონსა, რომ მალე დაასახელებს იმ არასამთავრობოებს, რომლებიც ნამდვილად რუსეთიდან იმართებიან.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჭყოიძე გვარების დასახელებას იწყებს, ვის დაადებს ხელს? ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხისგან ჭყოიძე ამ ეტაპზე თავს იკავებს და მხოლოდ მცირე პასუხით იფარგლება.

-„ 5 სექტემბერს, 13:00 გამართავს ბრიფინგს პრაიმტაიმის პრესკლუბში და ყველა კითხვას გავცემ პასუხს, ბევრ რამეს აეხდება ფარდა.  ბრიფინგის მსვლელობისას საუბარი იქნება IDFI -ის კვლევების დილეტანტურ და არაპროფესიონალურ მხარეებზეც. ბრიფინგზე საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი ხელმძღვანელები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ რუსეთის საკონსულოსთან საქართველოში, ასევე სხვადასხვა ფონდებთან თუ ორგანიზაციებთან რუსეთში და ამავდროულად ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ მოღვაწეობას. ბრიფინგზე წარმოდგენილი იქნება იმ დოკუმენტთა ნუსხა, რომლებიც ამ ორგანიზაციების დანაშაულებებზე მეტყველებენ. ასე რომ მე ვიწყებ და ფარდა ბევრ რამეს აეხდება. გიწვევთ მედიას საკმაოდ სკანდალურ ბრიფინგზე, ახლა კი სხვას ვერაფერს გეტყვით“ – გვითხრა ჭყოიძემ.

კომენტარის დატოვება