საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

როგორც საზოგადოებას ახსოვს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობას შალვა ხუციშვილი იკავებდა, რომელმაც გიორგი მღებრიშვილი შეცვალა. დღეს კი სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი გახდა. შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერმინისტრმა მოაწერა. თემურ მღებრიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის ასევე 2014-2015 წლებში შს მინისტრის მოადგილე იყო.