გოგი დოლიძე იუბილარია-ვულოცავთ ზეციურ საქართველოში! (ვიდეო)

ყველასათვის საყვარელი მომღერალი გოგი დოლიძე 1954 წლის 5 სექტემბერს დაიბადა. ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელმაც მისი სახელი არ იცოდეს და მისი სიმღერებით არ მოჯადოვებულიყოს, ამიტომ არ დავიწყებთ  ბიოგრაფიის მოყოლას და ვიტყვით მხოლოდ ერთს-გოგი დოლიძე იყო კაცი, რომელიც მართლაც რომ დააკლდა საქართველოს, წავიდა, თუმცა დარჩა ჩვენში მისი ადამიანობით და სიმღერებით…

სათქმელსა და განცდას სიმღერაში აქსოვდა. ამიტომაც გამოსდიოდა, მარტო ხმით კი არა, გულით სიმღერა. მართალმა განცდამ კი მისი შემოქმედება დროზე მაღლა დააყენა… ამიტომაც მიენიჭა მის სიმღერებს ახალი სიცოცხლე…

ჩვენ პატივს მივაგებთ მის ხსოვნას და ზეციურ საქართველოში ვულოცავთ დაბადების დღეს.

კომენტარის დატოვება