სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების პოლიტიზირების მცდელობები არის

   განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ დაუშვებელია სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების პოლიტიზირება, რისი მცდელობებიც არის.

   -„ სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების პოლიტიზირების მცდელობები არის. ბოლო დროს ერთ სკოლაში ვიდეო მასალის ჩვენების და მეორე სკოლაში პოლიტიკური მოღვაწის ჩართვის შემთხვევა იყო. ეს წინასაარჩევნო პროცესში აბსოლუტურად დაუშვებელი ხერხებია. ჩვენ გვინდა ყველას ვთხოვოთ სკოლას და ბავშვებს  ნუ ჩართავენ ამ პროცესში” – განაცხადა განათლების მინისტრმა.

კომენტარის დატოვება