მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებაზე პარტიებში მსჯელობაა

სალომე ზურაბიშვილის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, რასაც პარლამენტი კენჭს დღეს უყრის, დღის წესრიგში მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება დადგება.

მთაწმინდის ოლქში კანდიდატურის დაყენებაზე მსჯელობს მმართველი პარტია. კულუარებიდან გამოსული ინფორმაციით შესაძლოა არჩევანი ჯაბა ჯიშკარიანზე შეჩერდეს, თუმცა “ქართული ოცნება” ჯერ მსჯელობის პროცესშია.

ოპოზიციამ მთაწმინდის ოლქში შესაძლოა საერთო მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებაზე იმსჯელოს. „ევროპული საქართველოს” წევრი გიგი წერეთელი ამბობს, რომ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მას შემდეგ დაიწყება, რაც შუალედური არჩევნების ჩატარების თარიღი დასახელდება.

„ევროპულ საქართველოს” ნამდვილად აქვს რესურსი, რომ ნებისმიერ რეგიონში, ნებისმიერ მაჟორიტარულ ოლქში ჰყავდეს თავისი კანდიდატი, ან იყოს საერთო ოპოზიციური კანდიდატი, – ასეც შეიძლება განვითარდეს მოვლენები”- განაცხადა გიგი წერეთელმა.