ლეიბორისტული პარტია სემეკთან საპროტესტო აქციას მართავს

ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში სხდომა მიმდინარეობს. სხდომის შემდეგ ცნობილი გახდება გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი.

სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს. ლეიბორისტული პარტია სემეკთან საპროტესტო აქციას ატარებს.

ცნობისთვის, ტარიფის მატების შესახებ 3 კომპანიის განაცხადი უკვე სემეკშია.

უწყებაში ამბობენ, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფის ცვლილება გარდაუვალია, თუმცა რა ტარიფზე შეჯერდებიან სემეკის წევრები, სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

„სამომხმარებლო ტარიფი ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება. კომპანიებს აქვთ პრეტენზია, რომ მათ უნდათ ყველა დანახარჯის ტარიფში ასახვა, რასაც კომისიის აპარატი არ ეთანხმება. მიწოდების ტარიფში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი გავლენას ახდენს, ასევე გასათვალისწინებელია სხვა კომპონენტების ცვლილება,“- განაცხადა სემეკის ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა, გივი სანიკიძემ.