გიორგი აბაშიშვილი 14 იანვრიდან ახალ საქმიანობას შეუდგება

გიორგი მარგველაშვილის  ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი 14 იანვრიდან ახალ საქმიანობას შეუდგება.

-მაქვს პატივი დავიწყო მუშაობა გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის ახალი პროექტის ფარგლებში გაეროს მხრიდან ეროვნულ კონსულტანტად საქართველოში. პროექტს შესაბამისი დეპარტამენტის ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის განყოფილება ახორციელებს და ძირითადი გუნდი სათაო ოფისის ბირთვის გარდა რვა ქვეყანის ეროვნული კონსულტანტისგან შედგება. პროექტის ფარგლებში ვიკვლევთ „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივის შესაბამისობას გაეროს ათასწლეულის მიზნებთან, შესაბამისად, გაეროს ეს ინიციატივა საკმაოდ გლობალურია. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას ახალი აბრეშუმის გზის ამ ინიციატივის ფარგლებში განსაკუთრებული როლი ჰქონდა ისტორიულად და განსაკუთრებული როლი გვინდა ჰქონდეც ახლაც. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ჩემი მუშაობა ჩემთვის კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. საქმიანობას კი 14 იანვრიდან შევუდგები – წერს აბაშიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია გახდა.