ჯადოსნური, ზღაპრული მეჯლისი 205-ე ბაღში – “ფუტკრები” გილოცავთ! (ვიდეო)

თბილისის  205-ე საბავშვო ბაგა-ბაღში ახალ წელს ჯადოსნურ სამყაროში შეეგებნენ. ღონისძიების სულის ჩამდგმელმა აღმზრდელმა ელზა ჩინჩახაშვილმა მართლაც რომ ზღაპრული მეჯლისი მოაწყო თავის „ფუტკრებთან“ ერთად და სტუმრების დიდი აღფრთოვანება დაიმახურა. ამას მარტო ვერ შევძლებდი, რომ არა ბაღის დირექტორი, ჩემი კოლეგები, მშობლები, ასეთი „ჯადოსნობა“ არ იქნებოდაო-გვითხრა ელზა მასწავლებელმა.

ელზა ჩინჩახაშვილის მომზადებული ყველა ღონისძიება განსაკუთრებული და დასამახსოვრებელია, ამიტომაც არის, რომ უკვე სკოლაში წასული მისი აღსაზრდელები და მშობლები ახლაც მის გვერდით დგანან და არც ერთ საღამოს არ აკლდებიან.

საახალწლო მეჯლისი მართლაც განსაკუთრებული იყო. მეჯლისზე მოწვეულები იყვნენ თემქის იმ მოხუცებულთა პანსიონატის ბენეფიციალები, რომელთანაც „ფუტკრები“ შემოდგომოს ზეიმის მერე სტუმრად იმყოფებოდნენ და საჩუქრები წაუღეს.  მოხუცებმაც ბავშვებთან ერთად იხალისეს და სიტყვაც წარმოთქვეს. არც ამ მეჯლისს ჩაუვლია ქველმოქმედების გარეშე.

– მეჯლისის შემდეგ ბავშვები და მშობლები ჩვენთან ერთად მე200- ე სკოლა პანსიონში ვიყავით, სადაც ჰყავთ შშმ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები, მივუტანეთ ტკბილეული, ხილი, გვყავდა თოვლის  ბაბუა.

იქაც პატარა “ფუტკრებმა” საახალწლო ნომრები შეასრულეს და ერთად ვიცეკვეთ, ვიმღერეთ, მოვეფერეთ, ეზოში გავუშვით ფრანები.

ეს იყო ერთი ლამაზი სითბოთი და სიყვარულით სავსე დღე, რომელიც ბავშვებმა ბავშვრბს აჩუქეს, ეს იყო დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ერთად დგომით მართლაც შეიძლება სამყარო ჯადოსნობით ავავსოთ და ზღაპრული გავხადოთ.-გვითხრა ელზა ჩინჩახაშვილმა.

205-ე საბავშვო ბაღში დიდი სტუმრიანობა იყო. პატარებს ახალი წელი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მიულოცა. სააგენტოს წარმომადგენელმა ნინო გულბათაშვილმა პატარებს სიმღერაც აჩუქა და ცეკვაც, რომელშიც მთელი მისი სიყვარული ჩააქსოვა, სიყვარულმა გზა ჰპოვა და ქალბატონმა ნინომ პასუხად უფრო დიდი სიყვარული და აპლოდისმენტები მიიღო. აღფრთოვანებას არ მალავდა სააგენტოს დირექტორის მოადგილე თათული პაიკიძე-ნამდვილად მეჯლისზე მოვხვდითო-ამბობდა და ბავშვებს ესიყვარულებოდა.

ამ დღეს ბავშებთან ერთად ჯადოსნურ სამყაროში გამგეობის თანამშრომლებმა, სხვა ბაღების და სკოლების წარმომადგენლებმაც შეაბიჯეს. ყველა ელოდებოდა 205-ე ბაღის საახალწლო ღონისძიებას, რადგან ყველამ იცის, რომ ელზა ჩინჩახაშვილი აუცილებლად განსხვავებულს და „ძალიან მაგარს“ შესთავაზებს სტუმრებს.

ახლა კი გამოგვყევით ჯადოსნურ, ლამაზ, ზღაპრულ სამყაროში