“ივანიშვილი დაეთანხმა ფოფხაძის გაწვევის საკითხსაც…”

ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხდებით, პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გედევან ფოფხაძის არჩევასთან დაკავშირებით, გუნდის პოზიცია გაიზიარა. ამის შესახებ მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა.

მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ასევე დაეთანხმა მოადგილის თანამდებობიდან ფოფხაძის გაწვევის საკითხსაც.