სახელმწიფო დროშის დღე

14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

„ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმოართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა“, – წერს ჰერალდიკის საბჭო განცხადებაში.

ჰერალდიკის საბჭოში მიაჩნიათ, რომ მცდარია სახელმწიფო დროშის გაიგივება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საპროტესტო აქციებთან:

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან, ყოველი წლის 14 იანვარს (საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღე) აღნიშნება.