როგორ „დავითრიოთ“ დევნილების ხმები?…

მარინა ჩაჩუა

დევნილი, პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის, დევნილთა ორგანიზაციის აფხაზეთის სექტორის კურატორი

-ერთი ფრიად საინტერესო “სოლიდარული აზრი” მკვიდრდება, შეიძლება დამკვიდრდა კიდეც, ანუ ყველა პარტია თუ პოლიტიკური გაერთიანება, ერთეული გამონაკლისის გარდა იმეორებს – “დევნილები ურთულესი კატეგორიაა”, რას გულისხმობენ? როგორ დავითრიოთ მათი ხმები, რას დავპირდეთ, რით შევიტყუოთ და ამაზე ფიქრში ღამეებსაც ათევენ როგორც ეტყობათ, რადგან კარგად გამოძინებულის და “გაღვიძებულის” არაფერი ეტყობათ. ჰოდა, ეხლა პაწა ახსნა დამჭირდება, მხოლოდ იმიტომ რომ შეწყვიტონ მანიპულირება ამ “მომგებიანი” თემით, საკმარისია, რაც 23 წელი როგორც “განკიცხულთა კასტად”, სხვა სამყაროდან მოვლენილებად რომ განიხილავდნენ. დევნილები ურთულესი კატეგორიაა კი არ არის, ეს არის ურთულეს ყოფაში ჩავარდნილი ჩვენი თნამემამულეები, რომელთაც გამოიჩინეს საოცარი თმენის უნარი, რომელნიც სულიერად არ დაეცნენ და მზად არიან ყოველ წუთს დადგნენ იქ, სადაც “მართალი სიტყვა” ითქმება, დადგნენ იქ, სადაც ქვეყნის გადარჩენა–განვითარების სწორი მოდელები იძერწება…
მაგრამ დრომ მოიტანა, ნდობა გაჭირდა, მაგრამ მოსმენის უნარი შენარჩუნებულია. ამიტომ რჩევა:
თუ მზად არა ხართ ღირსეულად წარდგეთ ამ “ურთულეს კატეგორიასთან”, თავს ნუ შეიწუხებთ – ეს პირველი და მეორე, თუნდაც ჩათვალოთ რომ მზადა ხართ, გაითვალისწინეთ იქნებ თქვენს იდეაზე უკეთესი რამ მოისმინოთ მათგან?!
დიახ, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან თქვენნაირი, სხვადასხვა აზრისანი, ინდივიდები, “დევნილი” სტატუსია მხოლოდ!
აფხაზეთის, სამაჩაბლოს თემატიკასთან დაკავშირებით, შესაბამისად დევნილების საკითხებთან დაკავშირებით, ყველა, ამ თემატიკაზე მომუშავე სამთავრობო, ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასმათავრობო ორგანიზაციები, კერძო პირები უნდა გავხდეთ სოლიდარულნი., თუ მართლა გვინდა შემობრუნება ასგზის უკუღმა დატრიალებულის.
როგორ გავაკეთო ეს? მე მაქვს იდეა, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მაგრამ ჯერ მინდა მოვისმინო რას ფიქრობთ თქვენ, მეგობრებო?!

კომენტარის დატოვება