“სრულიად სამარცხვინოა ის, რასაც ვისმენთ „ევროპული საქართველოსგან“

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, ევროსაბჭოს ვებგვერდზე შეამოწმონ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ მიღებულ რეზოლუციას ვინ დაუჭირა მხარი.

კანდელაკი ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია “ქართული ოცნების” დელეგაციის არც ერთ წევრს. იგივეს ამბობს სერგი კაპანაძე. მისი თქმით ქართული ოცნებისარცერთმა წევრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მხარი არ დაუჭირამაგნიტკის სიასთანდაკავშირებულ რეზოლუციას.

ოპოზიციია ბრალდებას პასუხობს თამარ ჩუგოშვილი და ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ გავრცელებული განცხადებები სამარცხვინოა და გაუგებარია რას ეფუძლება.

-„მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებულ ცვლილებას –  როდესაც ემატებოდა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ და რომელზეც ახლა „ევროპული საქართველო“ საუბრობს – საქართველოდან ჰყავს ოთხი ინიციატორი – ორი უმცირესობიდან: დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი; ორი – უმრავლესობიდან: დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე,  ანუ ეს ცვლილება თანაინიცირებულია.

ამ საკითხს ჩვენ მხარდაჭერა აქვს და კენჭისყრიდანაც ჩანს. მთავარი ის არის, რომ ამ საკითხს არათუ ჩვენი  მხარდაჭერა აქვს, არამედ თანაავტორები ვართ  ცვლილების და არ ვიცი, რას ემსახურება  ასეთი ბრიფინგების ჩატარება. მგონი, თავისი და ჩვენი დროც რომ დაუთმონ საქმეს, უკეთესი იქნება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა და პროცედურა  განმარტა :  „დელეგაცია შედგება ძირითადი და სათადარიგო წევრებისაგან.  ხუთი წევრი არის ძირითადი და ხუთი – სათადარიგო.  ჩვენი მხრიდან  სიტყვით გამოსვლის უფლება  ქონდა ზვიად კვაჭანტირაძეს, რომელმაც ურთიერთშეთანხმებით დაუთმო ეს უფლება გიორგი კანდელაკს.  სრულიად სამარცხვინოა ის, რასაც ვისმენთ „ევროპული საქართველოსგან“.