„არც ერთი ნაბიჯი უკან!..“

ლევან გოგიჩაიშვილი ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე საუბარი მხოლოდ უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების საკითხს შეეხება. გოგიჩაიშვილის აზრით, დღევანდელ სხდომაზე მისი, ეკა ბესელიას ან სხვა მათი თანამოაზრეების გუნდიდან გარიცხვის საკითხი არ დადგება.

„არ მგონია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში იყოს. დღეს ჩვენ აქ წარმოვადგენთ იმ ხალხს, ვინც მეორე ტურში მოვიდა და მილიონ 200 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა ჩვენს პლატფორმას. დღევანდელ ჩვენს პოზიციას ამაგრებს არამხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის ასი პროცენტი, არამედ სრულიად საქართველოს მოქალაქეების კონსესუსი.

არ იქნება ერთი ნაბიჯით უკან დახევა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროცესი რომელიც პარლამენტშია დაგეგმილი წარიმართოს ისე, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს ნდობა,“-აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.