„ოცნებას“ვურჩევ დააფასონ ის ადამიანები, რომლებიც უანგაროდ იბრძოდნენ 2012 წელს და შეხვდნენ ძველ „მეოცნებეებს”

მსახიობი ნანა ხურითი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და პოსტს წერს:

„რაგბის სტადიონი გორში!რომლის შესახებ ,თვით გორელებმაც არ იციან…

     პ.ს.ახლა ჩამოვედი გორიდან“

ჩვენ თავად ნანა ხურითს დავუკავშირდით.

  -ნანა,  სტატუსად დადევით გორში რაგბის სტადიონზე გადაღებული სურათები და წერთ, რომ ამ სტადიონის არსებობის შესახებ თავად გორელებმაც არ იციან. როგორ ფიქრობთ რა არის ეს, თავმდაბლობა (რადგან მთავრობას ევალება და არ აფიშირებს გაკეთებულ საქმეებს) თუ პიარის არ ქონა?

– ერთიც,მეორეც და მესამეც. იმაში ვეთანხმები, რომ ზედმეტი ფული არ უნდა დაიხარჯოს რეკლამებში. გვახსოვს კოლოსალური თანხები იხარჯებოდა, ვისურვებდი, რომ ეს ტელევიზიებს გაეკეთებინათ, მაგრამ ვხედავ არ აკეთებენ გარკვეული მიზეზების გამო. სურათები იმიტომ დავდევი, რომ იქნებ ჩემმა ფბ-მეგობრებმა ერთმანეთს სოციალური ქსელით მაინც გავაგებნოთ რას აკეთებს ჩვენს მიერ არჩეული, ”დაქირავებული“ მთავრობა. რასაც არ აკეთებს,  იმასაც ვწერ.  მე გლდანში ვცხოვრობ და ეგეც იმიტომ ვიცი, ბაგა-ბაღი გაიხსნა, უმაღლესი სტანდარტების, უფასო, არადა საზოგადოების დიდმა ნაწილმა არც კი იცის. ”ნაციონალუირი მოძრაობა”ამ ბაღით ორ არჩევნებს მოიგებდა, ეს ისე, ხუმრობით.

მეგობრებმა მომწერეს- მარტყოფშიც და ფოთშიც გაიხსნაო სტადიონები. ესეც არავინ იცის თითქმის.

– საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილოა, რომ ბევრი რამ არ კეთდება, განსაკუთრებით თბილისელები გამოთქვამენ უკმაყოფილებას, თუმცა, რაც კეთდება, ისიც არ იცის საზოგადოებამ. საჭიროა თუ არა პიარ-კამპანიის გაძლიერება?

-რა თქმა უნდა, პიარი ფაქტობრივად არ არსებობს. ინფორმაცია არა აქვს ხალხს და მასა უკმაყოფილოა, როცა გესმის და ანგარიშს გაბარებენ, რომ რაღაც კეთება, ძალიან კარგია, ვაკე-საბურთალოს გზაზე იმდენი ხეები დარგეს, სასიამოვნოა. უკმაყოფილო მეც ვარ. ამაზე სხვა დროს. ჩვენ, „ოცნების“ მხარდამჭერები  ვხედვთ რას ვერ აკეთებენ, რაში ცდებიან, რაში უშვებენ შეცდომებს და ამაზე შეგვიძლია ხმამღლა საუბარი.

-არჩევნები კარს მოგვადგა, თქვენ, როგორც 2012 წელს ოცნების აქტიური მხარდამჭერი-რას ურჩევთ ქართულ ოცნებას?

-რას ვურჩევ? ახლა რა აზრი აქვს, კარს მოგვადგა არჩევნები . ვურჩევ დააფასონ ის ადამიანები, ვინც უანგაროდ იბრძოდა, დიახ, იბრძოდა 2012 წლის არჩევნებში და შტაბებს გადახედონ რეგიონებში! მე ტელეფონის ნომერი სხვებისგან განსხვავებით  არ შემიცვლია და დღემდე მირეკავენ ადამიანები სხვადასხვა ქალაქებიდან და კარგად ვიცი სად რა ხდება, ვის რა აწუხებს. „ქართულ ოცნებას“ ვურჩევ შეხვდნენ ძველ „მეოცნებეებს”, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი-ახლა რა აზრი აქვს რჩევას , კარს მოგვადგა არჩევნები…

13495343_1288832974479776_2450068764034298284_n

კომენტარის დატოვება