მთავარირეგიონი

“ცეზარ ჩოჩელი უალტერნატივოა! წლებია მცხეთელებთან ერთად ეჭიდება საქმეს!” – შეხვედრა წეროვანში

ჩოჩელს არც ერთი პარტიის მხარდაჭერა არ სჭირდება, რადგან მას მცხეთის რაიონის მოსახლეობა მთლიანად უჭერს მხარს! – ამ სიტყვებით დახვდა მოსახლეობა მათთან შესახვედრად მისულ ცეზარ ჩოჩელს.

მცხეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობს. ამჯერად ის ზემო და ქვემო წეროვნის მოსახლეობას შეხვდა. პირველი, რაც მისი შეხვედრებიდან თვალში საცემია, სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით ბევრს არ საუბრიბს და ცდილობს უფრო მეტი მოსახლეობას ათქმევინოს, ამას ხალხიც აღნიშნავს.

-„ჩვენისთანა უბრალო ადამიანია, შრომისმოყვარე, პატრიოტი, დამოუკიდებელი, სიტყისა და საქმის კაცი!  იშვიათად თუ შეგხვდებათ ასეთი ბიზნესმენი. 2008 წლიდან ჩვენს გვერდით დგას და ჩვენც მის გვერდით ვართ, საქმეს აკეთებს და სხვა არაფერი გვაინტერესებს, არც ერთი პარტიის მხარდაჭერა არ სჭირდება, რადგან მას მცხეთის და მცხეთის რაიონის მოსახლეობა მთლიანად უჭერს მხარს. მე პირადად პარტიას სხვას ვხაზავ, მაგრამ მაჟორიტარად ცეზარ ჩოჩელს ვირჩევ!-განაცხადა შეხდედრაზე მყოფმა ფათო გრძელიძემ.

14291869_1107298956020247_1977464137466161430_n14225570_1107298649353611_6208790928979884521_n

-„ათასობით ხალხი ჰყავს დასაქმებული. ასეთი კანდიდატი მართლა არ ჰყავს მცხეთას სხვა, ის უალტერნატივოა! დარწმუნებული ვარ, მისი სახით საქართველოს პარლამენტი, მცხეთელი ამომრჩევლისთვის სასურველ და საკანონმდებლო ორგანოსთვის აუცილებელ,საჭირო დეპუტატს მიითვლის – ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ეს მის ირგვლივ მყოფი ადამიანების, მცხეთელების, ახლომდებარე სოფლელების და ათიათასობით ახალგორელ- წეროვანელი დევნილის სიტყვები და აზრია – რომელთა პატრონი და იმედი, ცეზარ ჩოჩელი 2008 წლიდან იყო და დღემდე რჩება, აი, ამიტომ ვარ დღეს შეხვედრაზე“-ამბობს მანანა მაჭავარიანი.

შეხვედრაზე ცეზარ ჩოჩელმა კიდევ ერთხელ მოისმინა ადგილობრივების პრობლემები და მის სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.

კომენტარის დატოვება