gwp საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

30 იანვარს, დღის განმავლობაში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა თბილისში სასმელი წყლის ხარისხი არ არის შესაბამისობაში დადგენილ სტანდარტთან.

💧გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს.

კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში აკონტროლობენ. წყლის დამუშავება კი ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური და სათავე ნაგებობების ლაბორატორიები აკრედიტებულია საერთაშორის სტანდარტის (სსტ ისო/იეკ 17025:2010) შესაბამისად. აკრედიტაციის ცენტრი ყოველწლიურად აკონტროლებს ლაბორატორიების მუშაობის ხარისხს”-ნათქვამია განცხადებაში.

იყავი დაცული!

https://www.facebook.com/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98-1443669025857250/