მრავალ ლომისობას დაგასწროთ სიკეთითა და სიხარულით!

   გილოცავთ  ლომისობის დღესასწაულს. ღმერთმა  დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, მრავალ ლომისობას დაგასწროთ სიკეთითა და სიხარულით!

  ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას არაგვისა და ქსნის ხეობაში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. ტრადიციის თანახმად, “დეკანოზები” (იგივე ხევისბერები) გამოასვენებდნენ დროშას და “ფერხისას,” სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით.

   ბოლო წლებში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქვედა მლეთაში აღდგა წირვა-ლოცვა. უკვე რამდენიმე წელია ტარდება ღვთისმსახურება. რამაც საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა იქაურობაზე. ადამიანები იქ უკვე მიდიან არა მხოლოდ სისხლიანი მსხვერპლშეწირვისათვის, არამედ აღსარების სათქმელად და საზიარებლადაც.

თბილისშიც  არსებობს ლომისის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც მდებარეობს გლდანის რაიონში. კერძოდ, მე-3 და მე-4 კვარტალს შორის ცენტრალურ გზაზე. ამ ტაძრის მშენებლობისას პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მის კედლებში ჩაყოლებულ იქნა ზედა და ქვედა მლეთის ტაძრებიდან ჩამოტანილი ქვები. ასე რომ, ვინც ვერ ახერხებთ მლეთაში ლომისას მოლოცვას, შეგიძლიათ ამ ტაძარს ეწვიოთ.

DSC_7307

კომენტარის დატოვება