მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნასა ითხოვს

პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტში წერილი შეიტანა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნასა და მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს.

მისი თქმით, ის ხელისუფლებას არ ენდობა და ფიქრობს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მმართველი პარტია ხელს შეუშლის, მაგრამ ცდას არ დააკელებს, იბრძოლებს და  ყველაფერს გააკეთებს, რათა საზოგადოებამ გაიგოს, რომ მისი შვილი უდანაშაულო იყო.