“ორი საკითხია, თუ არ დაუჭირეს მხარი, მივიღებ გადაწყვეტილებას დავტოვო უმრავლესობა”

დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს, თუ როგორც თავად ამბობს  “ქართული ოცნება” მისი ფრაქციის მიერ საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტს არ დაამტკიცებს. მეორე თემა კი  მოსამართლეების საკითხია.

“ჩემთვის წყალგამყოფი ორი საკითხია, ეს არის მოსამართლეების საკითხი, რომელიც განიხილება ცოტა უფრო გვიან და მეორე არის საპენსიო რეფორმა. საპენსიო რეფორმის საკითხი ერთ-ერთი ფუნდამენტურია,  მხარდაჭერა თუ არ მექნება, ესე იგი ჩვენს შორის ძალიან დიდი ღირებულებითი განსხვავებაა. საპენსიო რეფორმას თუ არ დაუჭირეს მხარი, მე მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო უმრავლესობა”- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.