პირველად საქართველოში – ცვლილებები საკანონმდებლო პაკეტში

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად:
• სასჯელის ახალი სახე შინაპატიმრობა, რომელიც ახლა არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე ვრცელდება, სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება
• იქმნება სრულიად ახალი ტიპის – გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
• პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე ასაკის შვილი, ბავშვის გაყვანის შემდეგ საშუალება მიეცემა უქმე დღეებში დაწესებულება დატოვოს
• მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები
• იცვლება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა გათავისუფლების მექანიზმი
• იცვლება პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის ინიცირების წესი
• იხვეწება ადგილობრივი საბჭოს მიერ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი და სხვა
► სასჯელაღსრულების სფეროში განხორციელებული ცვლილებების მთავარი შედეგი არასათანადო მოპყრობის როგორც სისტემური დანაშაულის აღმოფხვრა და პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაა
► რეფორმების შედეგად არსებითად გაუმჯობესდა პატიმართა საცხოვრებელი პირობები, რომელიც სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს
► მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, დასაქმების კუთხით. დანერგილ ნოვაციებს შორისაა:
• ონლაინ მაღაზიის online.moc.gov.ge-ს ამოქმედება, სადაც მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნივთები იყიდება
• საწარმოები დაწესებულებების ტერიტორიაზე, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებულნი და სხვა
► გაიხსნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არქივი, რომელიც 1930-1990 წლების დოკუმენტაციას მოიცავს. არქივში დაცულია ყოფილი მსჯავრდებულების, მათ შორის სიკვდილმისჯილი პატიმრებისა და ყოფილი თანამშრომლების პირადი საქმეები. უნიკალური მასალები დღეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ არქივში, სათანადო პირობებითაა დაცული

კომენტარის დატოვება