წყარო ირწმუნება, თოფაძის ბიზნესს ლუდსახარში „აისი“ ყიდულობსო…

სანდო წყაროზე დაყრდნობით ჩვენთვის ცნობილი ხდება რომ შპს „ყაზბეგი“ მარტიდან წყვეტს მუშაობას.

როგორც წყარო ირწმუნება, თოფაძის ბიზნესს ლუდსახარში „აისი“ ყიდულობს.

კულუარული ინფორმაციით კი ამ ყველაფრის უკან „საქართველოს ბანკი“ დგას. „ყაზბეგიდან“ უკვე ნელ-ნელა მიმდინარეობს თანამშრომლების შემცირება. რამდენიმე მათგანს ვესაუბრეთ, პირად საუბრებში ინფორმაცია დაადასტურეს, თუმცა ხმამაღლა საუბარს ერიდებიან.

კომპანიის სათაო ოფისში სატელეფონო ზარებს არავინ პასუხობს. თუ რა ბედი ეწევათ კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც წლებია „ყაზბეგი“ მუშაობენ, უცნობია.

შპს „ყაზბეგი“ 1994 წლიდან დაარსდა და მას შემდეგ ლუდის და უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე საკმაოდ მაღალი რეიტინგით სარგებლობდა.