2012 წლიდან დღემდე ენმ-ს შემოწირულობა 22 890 333 ლარს შეადგენს

მ.გ.პ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“ -მ 2012 წელს 987  შემომწირველისგან 21 214 869 ლარი მიიღო. 2013 წელს პარტიის შემოწირულობამ 430 543 ლარი შეადგინა, შემოწირულობების რაოდენობა კი 97  იყო.

2014 წელს პარტიის შემოწირულობა 298 619 ლარი დაფიქსირდა,  შემოწირულებების რაოდენობა კი 238 გახდა.

2015 წელს პარტიის შემოწირულობა 294 641 ლარი იყო, შემოწირულებების რაოდენობა კი 212-ს შეადგენდა.

2016 წლის შემოწირულობამ აგვისტოს თვის ჩათვლით 651 662 შეადგინა და ეს თანხა 196 შემოწირულობისგან დაგროვდა.

სულ, 2012 წლიდან მოყოლებული მიმდინარე წლის აგვისტოს თვის ჩათვლით  მ.გ.პ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  შემოწირულობა 22 890 333 ლარს შეადგენს, შემოწირულებების რაოდენობა კი 1730-ია.

  შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველომ საკუთარ ვებგვერდზე აამოქმედა ახალი ვებპორტალი, რომელზეც თავმოყრილია ინფორმაცია 2012 წლიდან პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების შესახებ.

ჩვენ პერიოდულად გაგაცნობთ არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური სუბიექტის შემოწირულობათა მონაცემებს.

კომენტარის დატოვება