44 დღიანი ლოდინი – ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაური სამშობლოში დღემდე არ გადმოუსვენებიათ

ლიბიაში ქართველი ეზღვაური დავით რაზმაძე 7 იანვარს გაუჩინარდა. 21 იანვარს კი მისი ცხედარი იპოვეს.

იხ.

https://www.gmtv.ge/53725-2/

როგორც ცნობილი ხდება, ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაური სამშობლოში დღემდე არ გადმოუსვენებიათ. დავით რაზმაძის ცხედარს ოჯახი 44 დღეა ელოდება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა, ლიბიურმა მხარემ გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ცხედრის გადმოსვენებაზე თანხმობა გასცა.

“ლიბიის ქალაქ მისრატას პროკურატურამ უკვე გასცა თანხმობა ცხედრის გადმოცემაზე, უბრალოდ ეს უნდა დაადასტუროს შესაბამისი აქტით, რომელიც ხვალ გადმოიცემა, რის შემდეგაც უკცე დაიწყება გადმოსვენების პროცედურები. ამისთვის ჩვენ მზად ვართ”, – თქვა სამინისტროს წარმომადგენელმა და დასძინა, რომ გადმოსვენების პროცედურა სავარაუდოდ ამ კვირაში დასრულდება.