ხარების სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი ჩატარდა

საქართველოს პარლამენტის სასახლის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში, 1921 წლის თებერვალში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი ჩატარდა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თვამჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ქვეყნის პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.