ხმაური ჭიდაობის ფედერაციაში – ჩემპიონი მოითხოვს გეგეშიძემ თანამდებობა დატოვოს

ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის შეხვედრა ხმაურის და საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. შეხვედრაზე გეგა გეგეშიძესა და ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარი ინციდენტი იხილებოდა.

შეხვედრას ზურაბ დათუნაშვილიც ესწრება.

ევროპის ჩემპიონი მოითხოვს, რომ გეგა გეგეშიძემ ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორია მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“. მონაწილეები ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გადადგომას მოითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ გეგა გეგეშიძე მოძალადეა და საჯარო თანამდებობაზე ყოფნის უფლება არ აქვს.