თბილისი არჩილ ჩოხელის სახელობის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

10-11 სექტემბერს არჩილ ჩოხელის სახელობის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართება

10-11 სექტემბერს ძიუდოს აკადემია სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის,  საერთშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულის, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, 2012 წელს ტრაგიკულად დაღუპული არჩილ ჩოხელის სახელობის  საერთშორისო მემორიალურ ტურნირს უმასპინძლებს.

საერთაშორისო ტურნირში 12 ქვეყნის(მათ შორის (რუსეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, ისრაელი, უკრაინა, საქართველო) 300-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონ-პრიზიორები სულ 9 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.

მემორიალური ტურნირის პირველ დღეს, 10 სექტემბერს მედლებისათვის 52, 62 , 74,  90 და +100 კილოგრამ წინითი კატეგორიის სპორტსმენები იბრძოლებენ, 11 სექტემბერს კი 57, 68, 82 და 100 კილოგრამ წონითი კატეგორიის სამბისტები იჭიდავებენ.

ტურნირი ორივე საშეჯიბრო დღეს 10:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ორთაბრძოლები კი 10 სექტემბერს 18:00 საათიდან, 11 სექტემბერს კი 17:00 საათიდან აიღებს სტარტს.

არჩილ ჩოხელის მემორიალური ტურნირის გახსნის ცერემონია 10 სექტემბერს 17:30 წუთზეა დანიშნული, ოფიციალური პრესკონფერენცია კი 9 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 13:00 საათზე გაიმართა.

კომენტარის დატოვება