“რადგან კითხვებზე პასუხი არ აქვთ, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივაციები იკვეთებოდა“

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” პარლამენტს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს. არასამთავრობო ორგანიზაცია დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომის ჩაშლას ეხმაურება. სხდომა ისე დასრულდა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს სიტყვის თქმის უფლება არ მიეცათ, ხოლო დეპუტატებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეკითხვები ვერ დაუსვეს და, შესაბამისად, ვერც პასუხები მიიღეს.

„გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, გუშინდელ საკომიტეტო განხილვაზე კიდევ ერთხელ დადასტურა „თიბისი ბანკის“ საქმეში „ქართული ოცნების“ ინტერესი და ეროვნული ბანკის მიკერძოებულობა.

“მათ შეეძლოთ, რომ კომიტეტის სხდომა გამოეყენებინათ იმისთვის, რომ ყველა კრიტიკულ კითხვაზე პასუხები გაეცათ. როგორც ჩანს, მათ ამ კითხვებზე პასუხები არ აქვთ და ჩვენც და საზოგადოებაც ვფიქრობთ, რომ ამის უკან, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივაციები იკვეთებოდა,“- აღნიშნა ეკა გიგაურმა.