“22 სექტემბერს მანქანები დავტოვოთ სახლში, ვიაროთ ფეხით და დავიცვათ თბილისი გამონაბოლქვისგან!”

ამ წუთებში მთაწმინდის რაიონის  მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის პარკში ამომრჩეველთან შეხვედრას მართავს.

როგორც თავად ზურაბიშვილმა განაცხადა, მისი მიზანია დედაქალაქი დაიცვას გამონაბოლქვისაგან და ყველაფერს გააკეთებს, რომ თბილისი იყოს გამონაბოლქვის გარეშე.

სალომე ზურაბიშვილმა თბილისის მოსახლეობას 22 სექტემბერს მანქანების სახლში დატოვებისკენ და ფეხით სიარულისკენ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ თავადაც გააჩერებს მანქანას და ფეხით ივლის.

შეხვედრაზე კანდიდატმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას აქვს გამარჯვების იმედი და მისი სლოგანია-გამარჯვება იწყება მთაწმინდიდან.

14248841_1274290902589726_1149037861_n 14248925_1274290929256390_1250844344_n

 

კომენტარის დატოვება