დღეს საქართველოს ეროვნული გმირი, ჟიული შარტავა 75 წლის გახდებოდა

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავი შესრულდა.

ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. მათ შორის სამშვიდობო მარათონი და ამერიკულ ფეხბურთში ამხანაგური შეხვედრა.

დღესვე აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს ჟიული შარტავას სახელი ოფიციალურად მიენიჭა.

ჟიული შარტავა 1993 წლის  27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს.