მარიამ რამინაშვილი: მოვუწოდებთ მინისტრს უმოკლეს პერიოდში გამოაცხადოს საატეტასტო გამოცდების შედეგები!

2016 წლის 12 კლასელების საატეტასტო გამოცდების შედეგები ისევ უცნობია!

   ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენი მე–12 კლასელი ჩაიჭრა ჯამურად 2016 წლის საატესტატო გამოცდებზე უცნობია. EDU.ARIS.GE-ს არაერთი მცდელობის მიუხედავად, სხვადასხვა მიზეზით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. ჩაჭრილთა შესახებ ნაწილობრივი ინფორმაცია კი ასეთია: ქართულში 37 900-ზე მეტიდან 900 ჩაიჭრა; ისტორიაში 42 ათასამდე მოსწავლიდან 2000 ჩაიჭრა; უცხო ენაში 43 000–მდე მოსწავლიდან დაახლოებით 6 500 ჩაიჭრა; მათემატიკაში 42 700-ზე მეტი აპლიკანტიდან 5 000–ზე მეტი ჩაიჭრა.

ამ  ფონზე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მარიამ რამინაშვილი აცხადებს, რომ  მიმდინარე წლის საატესტატო გამოცდები დასრულდა, თუმცა სამინისტრო შედეგების სტატისტიკას არ ასაჯაროებს, რადგან ჩაჭრილთა რაოდენობა დიდია.

„უკვე დასრულდა საატესტატო გამოცდები, მაგრამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ აცხადებს იმ სტატისტიკას, თუ როგორ დასრულდა გამოსაშვები გამოცდები. უპრეცედენტოდ მაღლია ჩაჭრილთა როდენობა, რაც სამინისტროს მიერ უკონტროლოდ მიტოვებულმა სკოლებმა, დაუგეგმავმა საგაკვეთილო სისტემამ და ქაოტურმა მდგომარეობამ შექმა.

ჩვენ მოვუწოდებთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, რომ უმოკლეს პერიოდში გამოაცხადოს ეს შედეგები და მისი მიზეზები ახსნას, ასევე დასახოს პრევენციული ღონისძიებები, რათა მსგავსი რამ არ განმეორდეს“- განცხადა რამინაშვილმა.

კომენტარის დატოვება