არც ერთი თანამდებობა მუდმივი არ არის, ისე უნდა დაასრულო, რომ წლების შემდეგაც გქონდეს სათქმელი…

R

დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატი, დუშეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი  ზურაბ ოტიაშვილი მადლობას უხდის მხარდამჭერებს და გამგებლობის პერიოდში გაკეთებულ საქმეებს იხსენებს.

კანდიდატი დუშეთის მოსახლეობას მიმართავს:

-„ძვირფასო დუშელებო, უღრმესი პატივისცემით მინდა მოგმართოთ!
არცერთი თანამდებობა მუდმივი არაა. როდესაც ეს გააზრებული გაქვს და მუშაობისას მოვლენებს სწორად აფასებ, გეძლევა საშუალება, რომ წლების შემდეგაც გქონდეს სათქმელი.

მე, ზურაბ ოტიაშვილს, მქონდა პატივი ვყოფილიყავი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ჩემი გამგებლობის პერიოდში, ათწლეულების შემდეგ დაიწყო დუშეთის, როგორც ქალაქის აღორძინება. გარემონტდა და კეთილმოეწყო ქალაქის ცენტრალური მოედნის შენობები: მუნიციპალური გამგეობა, დუშეთის კულტურის სახლი, სახელოვნებო სკოლა, უფუნქციოდ დარჩენილი და მიტოვებული სასტუმროს შენობა. დუშეთს აქვს კეთილმოწყობილი თანამედროვე რესტორანი. დუშეთში დაიგო ყველა ცენტრალური, სტრატეგიული და მიმდებარე ქუჩების 80%, დუშეთის შემოსასვლელის 6 კილომეტრიანი გზა. შემუშავდა სრულყოფილი პროექტი, რომლის შედეგად დუშეთის ხევზე უნდა აგებულიყო ფართო სრულფასოვანი ხიდი, რომლის არსებობაც სასიცოცხლოა მოსახლეობისთვის. სამწუხაროდ, დუშეთისთვის ესოდენ უმნიშვნელოვანესი პროექტი დიდი შეცდომებით განხორციელდა.

ყველა თაობის გასახარად მოეწყო სპორტული მოედნები.

ჩემი გამგებლობის პერიოდში საფუძველი ჩაეყარა დუშეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ქალაქად ცნობის საკითხს. ამისათვის ჩემს მეგობრებთან ერთად დიდი ძალისხმევა გავწიეთ.

განსაკუთრებულად მეამაყება დუშეთის წყალმომარაგების სისტემის ახლიდან შექმნა და ჩემი ინიციატივით უფასო მრიცხველების დამონტაჟება ყველა ოჯახისთვის. შედეგად მოსახლეობამ წყალი არა კვირაში ერთხელ 2 საათით, არამედ ყოველდღე, საწყის ეტაპზე დღეში 8-9 საათის განმავლობაში მიიღო. ჩემს გამგებლობამდე ეს ვერცერთმა გამგებელმა ვერ შეძლო.

ჩემი გამგებლობის პერიოდში დავიწყეთ დუშეთის ქ. დუშეთის საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების განახლება-აღდგენა.

ჩემი გამგებლად ყოფნის პერიოდში გარემონტდა და კეთილმოეწყო დუშეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები, მანამდე ეს არცერთ გამგებელს არ გაუკეთებია.

ჩემი თაოსნობით პირველად დუშეთში მშობიარობა გახდა უფასო და შემდეგ ეს კეთილი საქმე გავრცელდა მცხეთა-მთიანეთის სხვა მუნიციპალიტეტებში.

დუშეთის ცენტრში გაკეთდა უფასო Wi-Fi -ის სისტემა, რომელიც დუშელებისთვის მნიშვნელოვანი საჩუქარი იყო.

განახლდა დუშეთის კულტურის სახლი და შეიქმნა მუდმივმოქმედი ბიუჯეტიდან დაფინანსებული თეატრალური დასი, რომელიც დეშეთის მუნიციპალიტეტში არაერთ ღონისძიებას და სპექტაკლს ქმნიდა. ამან საშუალება მისცა დასაქმებულიყო არაერთი ახალგაზრდა და გამოევლინა თავისი ნიჭი.

ქალაქში ჩამოყალიბდა პირველი ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი „ქალილო“, რომელიც დღესაც დუშეთის სახეა.

ყოველთვის მთელი გულით მიხაროდა დუშეთის განვითარება და წინსვლა, რისთვისაც ყველაფერს ვაკეთებდი. საქმე არა არჩევნების წინ კეთდებოდა, არამედ ყოველდღიურად, საჭიროებიდან გამომდინარე.

მოქალაქეთა მიღებას ყოველდღე ვახერხებდი. არც ერთი ადამიანი უყურადღებოდ არ დამიტოვებია.
მეტი სეკეთის გაკეთება მქონდა დაგეგმილი, მეტი პროექტის განხორციელება, მეტი სიკეთის გაკეთება ყოველი დუშელისთვის, მაგრამ მადლობის მაგიერ მერგო უსამართლო დამოკიდებულება და გატარებული უმძიმესი თვეები ციხეში.

წლები გავიდა და ყველას შეგიძლიათ ახლიდან შეაფასოთ გუშინდელი და დღევანდელი დღე. გულწრფელად, ხმამაღლა თუ არა ან ვერ, გულში მაინც თქვათ, ვინ რა გაუკეთა დუშეთს.

დღეს მინდა ყველას მოვეფერო და ვთქვა, ბრძოლა გრძელდება!“

კომენტარის დატოვება