„ისტორიული გზავნილი თბილისს“, ასე დავარქმევდი ახალ გენგეგმას…”

საკრებულომ თბილისის გენგეგმა დაამტკიცა. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საკრებულოს დეპუტატი თამარ ტალიაშვილი:

-მე მინდა  მეგობრებო, გაგიზიაროთ ჩემი განცდა განწყობილება. მე ვარ აღსავსე  დიდი სიამაყით, რომ ვარ იმ საკრებულოს წევრი, მონაწილე იმ პროცესისა, რომელსაც ჰქვია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება და დამტკიცება.

მე მინდა, რომ უკლებლივ ყველამ, ვინც ამ დარბაზშია, მათ შორის მედიის წარმომადგენლებმა სრულად გაისიგრძეგანონ ამ მომენტის მნიშვნელოვნება. მე ვუყურებ მაია ბითაძეს, მერიის გუნდს,  მე ვუყურებ ბატონ მერაბ ბოლქვაძეს , სითი ინსტიტუტის გუნდს და ვხედავ რომ ისინი ამაყი არიან ამ მომენტით რადგან დღეს ჩვენ თბილისისათვის ისტორიულ გზავნილს ვამტკიცებთ.

როგორ ეძახიან გენგეგმას ოპონენტები?კალაძე-ივანიშვილის გეგმა. მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ კალაძე-ივანიშვილი ამ გეგმით ჩემს სამაჟორიტაროში თბილისის ზღვისუბანში 100000 დე ადგილობრივი მაცხოვრებილისათვის, დედაქალაქისათვის ითვალისწინებენ უზარმაზარი ჭაობად ქცეული თემქის ხევის ადგილას რეგიონალური მნიშვნელობის მქონე რეკრეაციული მწვანე სივრცის შექმნას.  სწორედ ეს გენგეგმა არის ზღვისუბნის  სოციაურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების რეალური გასაღები. მე ამ განცხადებაში რა თქმა უნდა ვრცლად არ შევეხები იმას,რომ ადრე ოპონენტების მმართველობის პერიოდში თემქის ხევის ადგილას კორპუსების აშენებას გეგმავდნენ, უბრალოდ 40 ჰექტრის ამოვსება მარტივი არ აღმოჩნდა.

„ისტორიული გზავნილი თბილისს“, ასე დავარქმევდი კენჭისყრისათვის წარმოდგენილ გენგეგმას.  ეს დოკუმენტი შექმნის სისტემას რომელიც გამორიცხავს უწესრიგო ურბანულ გადაწყვეტილებებს, ქაოტურ განაშენიანებასა და დედაქალაქის ეკოსისტემის რღვევას.