სამუშია: ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურა სასჯელის გამკაცრებას ითხოვს!

   ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატი ლევან სამუშია ამბობს, რომ პროკურატურას სურს დაფაროს კავშირი მოსამართლე ბუგიანიშვილთან და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს მსჯავრდებულებზე, რის გამოც პროკურატურა მსჯავრდებულებისთვი სასჯელის ზომის გაზრდას ითხოვს და ამ მოთხოვნით ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სააპელაციო სასამართლოს.

-“სასაცილო ფაქტია,მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გადახედვა სასჯელის ნაწილში და ითხოვს სასჯელის გამკაცრებას. ეს განპირობებულია 2 ფაქტორით- პროკურატურას სურს დაფაროს მისი და მოსამართლე ბუგიანიშვილის ალიანსი და თითქოს ისინიც არიან რაღაცით უკმაყოფილო და მეორე არის, რომ სურთ ბრალდებულების ფისქოლოგიური ზეწოლა. არც ერთი გამპუვათ და არც მეორე. ბრალდებულებზე ისინი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერანაირად ვერ მოახდენენ. საზოგადოებამ და ყველამ კარგად ვიცით თუ როგორ ალიანსში არიან პროკურატურა და მოსამართლე ბუგიანიშვილი ერთმანეთთან და როგორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი”- განაცხადა სამუშიამ.

ამ საკითხს გამოხმაურება მოჰყვა “თავისუფალი დემოკრატების” მხრიდან. გია ცაგარეიშვილის თქმით ეს მას სულაც არ უკვირს.

„რომ არსებობდეს უვადო პატიმრობა, შოთაძე ამასაც მოითხოვდა, მე არ მიკვირს მისგან ეს ამბავი. მათ როგორც ჩანს სურთ, რომ არა 7 წელი სურთ შეუფარდონ ამ ადამიანებს, არამედ არ ვიცი რამდენი წელი. არ მინდა ენამ მიყივლოს. ფორმალურად ეს მათი უფლებაა. ჩვენი უფლებაა, რომ ეს გავასაჩივროთ მეორე ინსტანციაში და იმედი მაქვს, რომ ჩვენ იქ წარმატებას მივაღწევთ და გადაიხედება ეს გაუგონარი სასჯელი” განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

კომენტარის დატოვება