“უსაქმობა უფრო მეტად…” – ვოლსკიმ ყოფილი თანაგუნდელი გააკრიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.

მანამდე კი, მის გადასაყენებლად პარლამენტში განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება გახდა საჭირო, სწორედ განმეორებით კენჭისყრაზე მივიდა გია ვოლსკი.

ვოლსკიმ ყოფილი თანაგუნდელი, ზვიად კვაჭანტირაძე, კომიტეტში მისი საქმიანობის გამო გააკრიტიკა.

„მეგონა, ყოველ შემთხვევაში, რომ ზვიად კვაჭანტირაძე ასეთ შემთხვევაში, როდესაც უმრავლესობიდანაც წავიდა, თან თვითონაც კარგად იცის იმ კომიტეტის საქმიანობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა, უსაქმობა უფრო მეტად, რომელიც კარგა ხანია, გრძელდება, მე ვფიქრობ, რაღაც ეს დროც უნდა დავუკავშიროთ ამ თემას. თვითონ ამ კომიტეტის სრული გაჩერება ემთხვევა იმ პერიოდს, ეტყობა, რაზეც ჩვენ არ მიგიქცევია ყურადღება, როდესაც ზვიადმა გადაწყვიტა, რომ საერთოდ არ იმუშაოს და ახლა ეს ხმამაღალი განცხადებები, განათლებული კაცია, არ შეეშლება,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.