“ეკა ბესელიას შეუძლია, შავგულიძესთან და უგულავასთან ერთად გამართოს აქციები”

„ეკა ბესელიას შეუძლია, შალვა შავგულიძესთან და გიგი უგულავასთან ერთად გამართოს ეს აქციები”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას განცხადებას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს პარლამენტთან აქციების დაწყებას.