“პრემიერი უშუალოდ არის პასუხისმგებელი მიმდინარე პროცესებზე” – აქცია გრძელდება

უკვე  მესამე დღეა  მთავრობის ადმინისტრაციასთან,  სოციალური მუშაკების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მოთხოვნების შეცვლას არ აპირებენ და საგანგებო მიმართვას პრემიერ-მინისტრს უგზავნიან.

მათ განცხადებაში წერია, რომ პრემიერი უშუალოდ არის პასუხისმგებელი მიმდინარე პროცესებზე, როგორც მთავრობის მეთაური.  სოციალური მუშაკები ითხოვენ პრემიერი გაეცნოს მათ მოთხოვნებს, გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რათა მათ მიერ წამოყენებული 6 მთავარი მოთხოვნა შესრულდეს.

სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ სამინისტრო ვერ ახდენს მათ მიერ წამოჭრილ პრობლემებზე დროულ რეაგირებას.

თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მუშაკები სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან. მოთხოვნებს შორისაა სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგებისა და იურისტების რაოდენობის გაზრდა, ტრანსპორტით უზრუნველყოფა და ადეკვატური ხელფასი.