ცუკერბერგი ინტერნეტ რეგულაციებს მოითხოვს…

Facebook დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი ხელისუფლებას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ ინტერნეტის რეგულაციებში.

ინფორმაციას CNBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ცუკერბერგი მიიჩნევს, რომ დღევანდელობაში არსებობს ოთხი სფერო, სადაც აუცილებელია რეგულაციების გატარება, საუბარია ცუდ კონტენტზე, მოქალაქეების პირად ცხოვრებაზე, მონაცემების სხვა პლატფორმაზე გადატანასა და საარჩევნო პროცესზე.