რუსეთმა უკრაინას ახალი სანქციები დაუწესა

დიმიტრი მედვედევმა უკრაინის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. მისი თქმით ეს არის პასუხი უკრაინის მიერ რუსეთისადმი წინა კვირას გამოქვეყნებულ შეზღუდვებზე.

ახალი სანქციებით რუსეთმა უკრაინაში ნავთობის ექსპორტი აკრძალა. ასევე გაფართოვდება უკრაინული პროდუქტების სია, რომლებიც რუსეთში აღარ შევა.