ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი დააკავებულია

ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი იგივე სვანი დააკავებულია. ქართველმა სამართალდამცავებმა გერლიანი საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. ამის შესახებ დღეს შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

გერლიანის დეპორტაცია უკრაინიდან რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა ე.წ “კრიმინალური ავტორიტეტის” დაკავება აეროპორტში არ განხორციელებულა, რის გამოც საქართველოს ძალოვანი უწყებები ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს.

კომენტარის დატოვება