“შემოგვხედეთ ჩვენ, ყველაფერი შესაძლებელია, მხოლოდ ერთად!..”

არჩევნების დასრულების შემდეგ უკრაინის უკვე ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ამომრჩეველს მიმართა და განაცხადა, რომ ეს გამარჯვება არის ხალხის ერთობის მაჩვენებელი.

-„მადლობა თქვენ ყველას, მადლობა ჟურნალისტებს, უკრაინელებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ.

გპირდებით, არასდროს ინანებთ არჩევანს. სანამ ჯერ კიდევ ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, მინდა ვუთხრა ყველას-შემოგვხედეთ ჩვენ, ყველაფერი შესაძლებელია.

მადლობა ყველას“