“დარგე და გადაარჩინე კოლხური ბზა” – ჩვენ ვიწყებთ, მიიღეთ გამოწვევა და შემოგვიერთდით!“
ა/ო „სამოქალაქო მოძრაობის“ კახეთის რეგიონის ხელმძღვანელი და ანაგის მკვიდრი ნინო გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და კოლხური ბზის დარგვის აქციას აანონსებს.
-„ეროვნული და უძალიანესად მაგარი ამბავი იწყება ანაგიდან.
ჩვენ ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ და ძალიან მაგარ საქმეს სახელწოდებით – “დარგე და გადაარჩინე კოლხური ბზა”
– ჩვენ უკვე შემოგვიერთდა ამ მაგარ საქმეში:
-თბილისი
-ბათუმი
-ზუგდიდი
და თელავი
კოლხური ბზის ნერგები ჩვენ უკვე შევიძინეთ და მასზე მოვლა პატრონობის მეურვეობა ავიღეთ
ორშაბათს სოფელ ანაგის მთავარანგელოზის მამათა მონასტრისა და ფერიცვალების სახელობის ტაძრების ეზოებში დაირგვება კოლხური ბზა. ♡
მადლობა მარიამ მარტაშვილი -ს-წერს ნინო სოციალურ ქსელში და თან მეგობრებს იწვევს ამ მართლაც კარგ აქციაში.
GmTV ნინო გოგოლაშვილს დაუკავშირდა.
-რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით მომწერა მეგობარმა კოლხური ბზის შესახებ, სამწუხაროდ აქამდე არ მქონდა ინფორმაცია რომ ამ უნიკალურ მცებარეს გაუჩნდა დაავადება და მასიური ხმობა გამოიწვია, მაშინვე მივხვდი რომ ეს ერთეულების კიარა ეროვნული დონის პრობლრმა იყო და ეს ის კულტურული და სულიერი მემკვიდრეობაა სადაც ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს ამიტომ ავტეხე განგაშის ზარი და გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში ეს პოსტი:
“ძაალიან ცუდი ამბავია რა მოკლედ სამოქალაქო შეგნების ამბაბია ვინც ჩაერთვება ანაგისთვის კარგ საქმეს ვიზავთ
კოლხური ბზა, კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტი სახეობაა და უძვირფასეს სამერქანე მცენარედ ითვლება.
კოლხური ბზა გადაშენების პირას მდგომი სახეობაა. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.
ბზის ამ სახეობას გაურკვეველი დაავადება გაუჩნდა და აღმოსავლეთ საქართველოში დიდი ნაწილი განადგურდა, გასულ წელს …
სამწუხაროდ მეც დღეს შევიტყვე ეს ამბავი
ანაგელებო ხვალიდან დავიწყოთ თითო ლარის შეგროვება და შევიძინოთ კოლხური ბზის ნერგები, მთავარანგელოზისა და ფერიცვალების მონატრების ეზოებში დავრგოთ, მოვუაროთ და მოვაშენოთ. ეროვნულ საქმეს ვიზავთ.
მარიამ მარტაშვილი დაგვეხმარება ნერგების მოძიებაში და თანხების ორგანიზებაში Keti Merebashvili Mariam Chibuxashvili ერთად ვაკეთოთ ეროვნული საქმე-გვითხრა ნინომ.
GmTV უერთდება აქციას და აუცილებლად დავრგავთ კოლხურ ბზას.