ბათუმში შიმშილობის აქცია დაიწყო

ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება აიკრძალა. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.

საკრებულოს შესაბამისი დადგენილება 2019 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება. ინიციატივის ავტორი “ბათუმის ბულვარია”.

“აჭარის ტელევიზიის” ცნობით, იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე გადაადგილება ბევრად უფრო უსაფრთხო გახდება.

ბათუმში ელექტრომობილების მეპატრონეების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. მათ კარვები ბათუმის ბულვარში გაშალეს.

იქვე განათავსეს ელექტრომობილები. ისინი ზღვისპირა პარკში მუშაობის გაგრძელების უფლებას მხოლოდ მიმდინარე წელს ითხოვენ. როგორც მოშიმშილეები, ამბობენ დათმობაზე არ წავლენ. თუმცა, გარკვეულ კომპრომისზე უარს არ ამბობენ. კერძოდ, მზად არიან დაწესდეს რეგულაციები და შემცირდეს ელექტრომობილების რაოდენობაც.