ლორთქიფანიძე: მთელი დღის განმავლობაში ყველა საინფორმაციო გამოშვება პაპიძის საქმით იწყება

   უმრავლესობის დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე პლენარულ სხდომაზე   მაგდა პაპიძის საქმის გაშუქებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ მხრივ გაუგონარი რამ ხდება.

   -”ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, ტელევიზებით, მასმედიის საშუალებებით სრულიად გაუგონარი რამ ხდება, როდესაც მაგდა პაპიძის საქმე შუქდება, რომელიც მეუღლისა და შვილის მკვლელობას ეხება. უდანაშაულობის პრეზუმფციას არ დავარღვევ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებაში ძალიან ცუდ განწყობას იწვევს, ბავშვებს უჩნდებათ კითხვები, თუ რატომ იქნა მოკლული პატარა ბავშვი. მთელი დღის განმავლობაში ყველა საინფორმაციო გამოშვება ამით იწყება. ჩვენ ჩვენს მომავალ თაობას უნდა მოვუფრხილდეთ. ის რაც არის პროკურატურის და სასამართლოს გადასაწყვეტი, მოდი ეს სასამართლო დარბაზში გადაწყდეს და ნუ იქნება ამაზე დღე და ღამ ტელევიზიით და მასმედიის საშუალებებით აპელირება”- განაცხადა ლორთქიფანიძემ .

კომენტარის დატოვება